მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 45:27

26. და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი.27. და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა.28. და თქუა ისრაილ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.
დაბადებისა თავი 45
27. და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა.
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1)

გუშინდელი საუბრიდან თქვენ იხილეთ იოსების სიბრძნისმოყვარეობა და გამოუთქმელი უბოროტობა, რომელიც მან თავის ძმებს გამოუჩინა: მან არა მხოლოდ არ შეახსენა მათ საქციელი, მის მიმართ ჩადენილი, არამედ მამასთან დაბრუნების ჟამს ურჩევდა და აიძულებდა, ერთმანეთს არ ედანაშაულებინათ მის წინააღმდეგ ჩადენილში, არამედ ყოველი რისხვა მიეტოვებინათ და ერთსულოვნებით გზა განევლოთ. ახლა მომდევნო მოვლენები განვიხილოთ, რათა იხილოთ იოსების ძმების მამასთან დაბრუნება, იაკობის ეგვიპტეში გადასახლება და ის, თუ როგორ აღყვავდა იგი იოსების ამბის გაგებით და, ასე ვთქვათ, მოხუცებულიდან ახალგაზრდად იქცა. ვის შეუძლია სიტყვებით გამოხატოს ის სიხარული, რომელიც იაკობს ეუფლა, როცა შეიტყო, რომ იოსები ცოცხალია და ასეთ დიდ დიდებას მიაღწია? თქვენ იცით, რომ მოულოდნელი ბედნიერება განსაკუთრებით დიდ სიხარულს იწვევს. შეიტყო რა, რომ ის, ვინც უკვე ამდენ წელიწადს მხეცთა ნადავლად მიაჩნდა, ახლა მთელ ეგვიპტეზე მთავრობს, — ასეთი დიდი სიხარულისგან როგორ არ დაკარგა გონება? ხომ ძლიერი სიხარული ხშირად იმავე შედეგებს იწვევს, რასაც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის