მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 45:23

22. და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები.23. და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.24. და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა.
დაბადებისა თავი 45
23. და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. ღვთის განგება და მტერთა მიტევების სწავლება (45:8-24):

შეხედე, ერთხელ, მეორედ და მესამედ ანუგეშებს მათ, ამბობს რა, რომ მისი ეგვიპტეში მოსვლის მიზეზს არა მათ, არამედ ღმერთს მიაწერს, რომელმაც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამ სიდიადეს მიაღწია. „ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა" (). ჩემმა მონობამ, ამბობს, ეს ხელმწიფება მომიტანა; გაყიდვამ ამ სიდიადემდე მიმიყვანა; ჩემი უბედურება ამ კეთილდღეობის საბაბად გამოდგა; შურმა ეს დიდება მომიმზადა. ეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მიბაძვაც უნდა, და მსგავსად მოვიქცეთ — შეურაცხმყოფლებს პატიება მივანიჭოთ, მათ მიერ ჩადენილს ნუ დავაბრალებთ, არამედ ყოველივეს სულგრძელად ავიტანოთ, საკვირველი იოსების მსგავსად. ამრიგად, ამბობს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩემს თავზე მომხდარს არა თქვენ გდებთ ბრალს და არც დანაშაულში გსვამთ, არამედ ყოველივეს ღმერთს მივაწერ, ვინც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამჟამინდელ დიდებამდე მიმიყვანა. „ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის