შეხედე, ერთხელ, მეორედ და მესამედ ანუგეშებს მათ, ამბობს რა, რომ მისი ეგვიპტეში მოსვლის მიზეზს არა მათ, არამედ ღმერთს მიაწერს, რომელმაც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამ სიდიადეს მიაღწია. „ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა" (). ჩემმა მონობამ, ამბობს, ეს ხელმწიფება მომიტანა; გაყიდვამ ამ სიდიადემდე მიმიყვანა; ჩემი უბედურება ამ კეთილდღეობის საბაბად გამოდგა; შურმა ეს დიდება მომიმზადა. ეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მიბაძვაც უნდა, და მსგავსად მოვიქცეთ — შეურაცხმყოფლებს პატიება მივანიჭოთ, მათ მიერ ჩადენილს ნუ დავაბრალებთ, არამედ ყოველივეს სულგრძელად ავიტანოთ, საკვირველი იოსების მსგავსად. ამრიგად, ამბობს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩემს თავზე მომხდარს არა თქვენ გდებთ ბრალს და არც დანაშაულში გსვამთ, არამედ ყოველივეს ღმერთს მივაწერ, ვინც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამჟამინდელ დიდებამდე მიმიყვანა. „ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე...
დაბადებისა 45:21
20. და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს.21. და ყვეს, ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა და აღუგო მათ საზრდელი გზასა ზედა.22. და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები.
დაბადებისა თავი 45