შეხედე, ერთხელ, მეორედ და მესამედ ანუგეშებს მათ, ამბობს რა, რომ მისი ეგვიპტეში მოსვლის მიზეზს არა მათ, არამედ ღმერთს მიაწერს, რომელმაც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამ სიდიადეს მიაღწია. „ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა" (). ჩემმა მონობამ, ამბობს, ეს ხელმწიფება მომიტანა; გაყიდვამ ამ სიდიადემდე მიმიყვანა; ჩემი უბედურება ამ კეთილდღეობის საბაბად გამოდგა; შურმა ეს დიდება მომიმზადა. ეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მიბაძვაც უნდა, და მსგავსად მოვიქცეთ — შეურაცხმყოფლებს პატიება მივანიჭოთ, მათ მიერ ჩადენილს ნუ დავაბრალებთ, არამედ ყოველივეს სულგრძელად ავიტანოთ, საკვირველი იოსების მსგავსად. ამრიგად, ამბობს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩემს თავზე მომხდარს არა თქვენ გდებთ ბრალს და არც დანაშაულში გსვამთ, არამედ ყოველივეს ღმერთს მივაწერ, ვინც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამჟამინდელ დიდებამდე მიმიყვანა. „ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე...
დაბადებისა 45:10
9. ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი.10. და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი.11. და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი.
დაბადებისა თავი 45