მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 44:8

7. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას? ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ.8. უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი?9. ხოლო რომლისაცა თანა იპოოს მონათა შენთაგანისა ბარძიმი იგი მოკუედინ და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა.
დაბადებისა თავი 44
8. უკუეთუ ვეცხლი იგი, რომელ ვპოვეთ ჭურჭელთა ჩუენთა, მოვიღე შენდა ქუეყანით ქანანით, ვითარმცა ვიპარეთ სახლისაგან უფლისა შენისა ოქროჲ, გინა ვეცხლი?
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის