მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 44:34

33. აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა.34. ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?
დაბადებისა თავი 44
34. ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის