მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 44:27

26. ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა, რამეთუ ვერ ჴელ-გუეწიფების ხილვად პირისა კაცისა მის, უკუეთუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი არა იყოს ჩუენ თანა.27. ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან.28. და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი და არ-ღა-რა ვიხილე.
დაბადებისა თავი 44
27. ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან, მონამან შენმან, ჩუენდა მომართ: თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის