მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 43:24

23. ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს და გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან.24. და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა.25. ხოლო მათ მზა-ყუეს ძღუენი მოსლვადმდე იოსებისა სამხრად, რამეთუ ესმა ვითარმედ, მუნ სადილობად არს.
დაბადებისა თავი 43
24. და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის