მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 42:37

36. და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი.37. მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.38. ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.
დაბადებისა თავი 42
37. მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.
საუბარი 64. „განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა" (დაბ 41:46–49)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სინდისის მამხილებელი ძალა და იოსების ფარული ცრემლები (42:22-37):

ასე ლაპარაკობდნენ ისინი ერთმანეთში, ფიქრობდნენ რა, რომ იოსებს ამისგან არაფერი ესმოდა. ის, თითქოს მათ ენას არ იცნობდეს და ვერ გაეგო, მათთან ურთიერთობისთვის მთარგმნელს იყენებდა, რომელიც მის სიტყვებს მათ, ხოლო მათ სიტყვებს — მას გადასცემდა. ეს რომ მოისმინა, რუბენმა უთხრა: „არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების" (). განა არ გირჩევდით, ამბობს, მაშინ, განა არ გევედრებოდით, მისთვის არავითარი უსამართლობა არ გაგეკეთებინათ? ამიტომ ახლა „სისხლი მისი იძიების", რადგან განზრახვით უკვე მოკალით იგი. მართალია, მახვილით ვერ განგმირეთ ყელი, მაგრამ ბარბაროსებისთვის რომ გაჰყიდეთ, სიკვდილზე მძიმე მონობა მოუგონეთ. ამისთვის ახლა მისი სისხლი იძიება. იფიქრე, როგორია — სინდისის საყვედურს გრძნობდე, მუდმივად თან გაგყვეს ეს მამხილებელი, რომელიც ღაღადებს და დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის