ასე ლაპარაკობდნენ ისინი ერთმანეთში, ფიქრობდნენ რა, რომ იოსებს ამისგან არაფერი ესმოდა. ის, თითქოს მათ ენას არ იცნობდეს და ვერ გაეგო, მათთან ურთიერთობისთვის მთარგმნელს იყენებდა, რომელიც მის სიტყვებს მათ, ხოლო მათ სიტყვებს — მას გადასცემდა. ეს რომ მოისმინა, რუბენმა უთხრა: „არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების" (). განა არ გირჩევდით, ამბობს, მაშინ, განა არ გევედრებოდით, მისთვის არავითარი უსამართლობა არ გაგეკეთებინათ? ამიტომ ახლა „სისხლი მისი იძიების", რადგან განზრახვით უკვე მოკალით იგი. მართალია, მახვილით ვერ განგმირეთ ყელი, მაგრამ ბარბაროსებისთვის რომ გაჰყიდეთ, სიკვდილზე მძიმე მონობა მოუგონეთ. ამისთვის ახლა მისი სისხლი იძიება. იფიქრე, როგორია — სინდისის საყვედურს გრძნობდე, მუდმივად თან გაგყვეს ეს მამხილებელი, რომელიც ღაღადებს და დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან...
დაბადებისა 42:24
23. ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის.24. მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე.25. და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე.
დაბადებისა თავი 42