და უპირველეს ყოვლისა, ეკითხება, რომელი ქვეყნიდან არიან; ისინი პასუხობენ, რომ ქანაანის ქვეყნიდან, — პური რომ იყიდონ, მოსულან. შიმშილმა გვაიძულა, ამბობენ, ეს მგზავრობა გვეწარმოებინა; და ამ მიზეზით, ჩვენიანები რომ დავტოვეთ, აქ მოვედით. „მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან" (). სიზმრები რომ გაიხსენა და დაინახა, რომ ისინი თავად საქმით სრულდებოდნენ, სურდა ყოველივე დაწვრილებით გაეგო. ამიტომ, დიდი სიმკაცრით, მაშინვე პასუხობს და ეუბნება: „მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად" (). კარგი განზრახვით კი არ მოსულხართ, ეუბნება. როგორც ჩანს, რაღაც მზაკვრობითა და ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. ისინი დაიბნენ და პასუხობენ: „არა, უფალო" (). და იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა, თავადვე უხსნიან. „მონანი შენნი ვართ", — ამბობენ, — „მოვედით სყიდად საზრდელისა. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი" (დაბ 42:10–11). მხოლოდ თავიანთ თავს...
დაბადებისა 42:13
12. ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.13. ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.14. ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.
დაბადებისა თავი 42