მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:44

43. და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.44. და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.45. და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად.
დაბადებისა თავი 41
44. და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების ამაღლება ეგვიპტეზე (41:39-46):

ხედავ, როგორ მიხვდა თავად ფარაონიც, რომ ზეგარდმო განსაკუთრებული გამოცხადებით გაუწყდა ეს ყოველივე. ვინ ვიპოვოთ, ამბობს, ისეთი, ვინც ღირსი იქნებოდა ღვთის სულის თავის თავში ქონის მადლისა? „და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა" ().

შენიშნე აქ, რომ არანაირი შემთხვევა ხელისშემშლელი ვერ იქნება, როცა ღვთის განგების უფალს თავისი ჩანაფიქრის აღსრულება სურს. აი, იოსების ძმებმა თითქმის მოკლეს, შემდეგ გაჰყიდეს, ცილისწამებას დაექვემდებარა, რომელიც უკიდურეს საფრთხეს უქმნიდა, და ესოდენ ხანს საპყრობილეში იმყოფებოდა, — და ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის სამეფო ტახტზე ავიდა. „რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა. შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ" (დაბ 41:39–40). აი, როგორ ხდება პატიმარი უეცრად მთელი ეგვიპტის მეფე; ის, ვინც მზარეულთმთავარმა საპყრობილეში ჩააგდო, ახლა მეფისგან პატივის უმაღლეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის