მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:35

34. და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.35. და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.36. და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა.
დაბადებისა თავი 41
35. და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38):

შენიშნე, რომ მეღვინის აღდგინების შემდეგ, ნათქვამია, ორი წელი გავიდა. მისთვის ხელსაყრელი დროის მოცდა იყო საჭირო, რომ იქიდან დიდებით გამოსულიყო. მეღვინეს რომ ფარაონის სიზმრებამდე გახსენებოდა და თავისი შუამდგომლობით საპყრობილიდან ეხსნა, მაშინ მისი სათნოება ბევრისთვის, შესაძლოა, უცნობი დარჩენილიყო. ახლა კი კეთილგანმგებელმა და ყოვლადბრძენმა უფალმა, როგორც გამოცდილმა ოსტატმა, რომელმაც იცის, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ოქრო ცეცხლში და როდის უნდა ამოიღო, ორი წლის განმავლობაში მეღვინეს იოსების დავიწყების ნება დართო იმისთვის, რომ ფარაონის სიზმრების დროც მოსულიყო და თავად აუცილებლობის მოთხოვნით მართალი მთელ ფარაონის სამეფოში ცნობილი გამხდარიყო. „და იყო, შემდგომად ორისა წლისა", — ნათქვამია, — „ფარაო იხილა" სიზმრები. „და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი... და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი" (დაბ 41:1, 8). შეხედე, რაოდენ მრავალმხრივია ღვთის განგება! ჯერ ღმერთი იქ მყოფ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის