შენიშნე, რომ მეღვინის აღდგინების შემდეგ, ნათქვამია, ორი წელი გავიდა. მისთვის ხელსაყრელი დროის მოცდა იყო საჭირო, რომ იქიდან დიდებით გამოსულიყო. მეღვინეს რომ ფარაონის სიზმრებამდე გახსენებოდა და თავისი შუამდგომლობით საპყრობილიდან ეხსნა, მაშინ მისი სათნოება ბევრისთვის, შესაძლოა, უცნობი დარჩენილიყო. ახლა კი კეთილგანმგებელმა და ყოვლადბრძენმა უფალმა, როგორც გამოცდილმა ოსტატმა, რომელმაც იცის, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ოქრო ცეცხლში და როდის უნდა ამოიღო, ორი წლის განმავლობაში მეღვინეს იოსების დავიწყების ნება დართო იმისთვის, რომ ფარაონის სიზმრების დროც მოსულიყო და თავად აუცილებლობის მოთხოვნით მართალი მთელ ფარაონის სამეფოში ცნობილი გამხდარიყო. „და იყო, შემდგომად ორისა წლისა", — ნათქვამია, — „ფარაო იხილა" სიზმრები. „და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი... და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი" (დაბ 41:1, 8). შეხედე, რაოდენ მრავალმხრივია ღვთის განგება! ჯერ ღმერთი იქ მყოფ...
დაბადებისა 41:22
21. და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ.22. განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.23. და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.
დაბადებისა თავი 41