მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 41:19

18. და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.19. და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.20. და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.
დაბადებისა თავი 41
19. და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ-ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ფარაონის სიზმრები და ღვთის განგება (41:1-38):

შენიშნე, რომ მეღვინის აღდგინების შემდეგ, ნათქვამია, ორი წელი გავიდა. მისთვის ხელსაყრელი დროის მოცდა იყო საჭირო, რომ იქიდან დიდებით გამოსულიყო. მეღვინეს რომ ფარაონის სიზმრებამდე გახსენებოდა და თავისი შუამდგომლობით საპყრობილიდან ეხსნა, მაშინ მისი სათნოება ბევრისთვის, შესაძლოა, უცნობი დარჩენილიყო. ახლა კი კეთილგანმგებელმა და ყოვლადბრძენმა უფალმა, როგორც გამოცდილმა ოსტატმა, რომელმაც იცის, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ოქრო ცეცხლში და როდის უნდა ამოიღო, ორი წლის განმავლობაში მეღვინეს იოსების დავიწყების ნება დართო იმისთვის, რომ ფარაონის სიზმრების დროც მოსულიყო და თავად აუცილებლობის მოთხოვნით მართალი მთელ ფარაონის სამეფოში ცნობილი გამხდარიყო. „და იყო, შემდგომად ორისა წლისა", — ნათქვამია, — „ფარაო იხილა" სიზმრები. „და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი... და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი" (დაბ 41:1, 8). შეხედე, რაოდენ მრავალმხრივია ღვთის განგება! ჯერ ღმერთი იქ მყოფ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის