შენიშნე, რომ მეღვინის აღდგინების შემდეგ, ნათქვამია, ორი წელი გავიდა. მისთვის ხელსაყრელი დროის მოცდა იყო საჭირო, რომ იქიდან დიდებით გამოსულიყო. მეღვინეს რომ ფარაონის სიზმრებამდე გახსენებოდა და თავისი შუამდგომლობით საპყრობილიდან ეხსნა, მაშინ მისი სათნოება ბევრისთვის, შესაძლოა, უცნობი დარჩენილიყო. ახლა კი კეთილგანმგებელმა და ყოვლადბრძენმა უფალმა, როგორც გამოცდილმა ოსტატმა, რომელმაც იცის, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ოქრო ცეცხლში და როდის უნდა ამოიღო, ორი წლის განმავლობაში მეღვინეს იოსების დავიწყების ნება დართო იმისთვის, რომ ფარაონის სიზმრების დროც მოსულიყო და თავად აუცილებლობის მოთხოვნით მართალი მთელ ფარაონის სამეფოში ცნობილი გამხდარიყო. „და იყო, შემდგომად ორისა წლისა", — ნათქვამია, — „ფარაო იხილა" სიზმრები. „და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი... და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან-ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი" (დაბ 41:1, 8). შეხედე, რაოდენ მრავალმხრივია ღვთის განგება! ჯერ ღმერთი იქ მყოფ...
დაბადებისა 41:16
15. და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან-ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.16. მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.17. ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.
დაბადებისა თავი 41