მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 40:3

2. და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნისმნესა მას და მეპურეთმოძღუარსა.3. და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო.4. და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთმთავარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა და იყუნეს იგინი საპყრობილესა შინა მრავალ დღე.
დაბადებისა თავი 40
3. და მისცნა იგინი საპყრობილესა, სადაცა-იგი იოსებ პყრობილ იყო.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15):

დღეს, საყვარელნო, გვსურს შეგატყობინოთ იმის დანარჩენი, რაც გუშინ ვთქვით, და კვლავ იოსების თხრობას შევეხოთ. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩვენს ძალიან ხანგრძლივ საუბარში ვერ წავიწიეთ წინ, არამედ იმაზე შევჩერდით, როგორ ჩააგდეს იოსები, ეგვიპტელის ცილისწამებით, მზარეულთმთავარმა საპყრობილეში. დღეს, საყვარელნო, უნდა გაჩვენოთ, რა შეემთხვა მას საპყრობილეში. საპყრობილეში ჩაგდებულმა და საპყრობილის მეთაურს ჩაბარებულმა იქაც ისეთი დიდი შეწევნა მიიღო ღვთისგან, რომ მთავარმა მეციხოვნემ მთელი საპყრობილის მმართველობა მას ჩააბარა. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ" იოსებისათვის, — ნათქვამია. ხედავ, რომ თავად ჭირთა შორის არანაირი მწუხარების გრძნობა არ ჰქონდა, ხოლო ღვთის განგების სიბრძნემ ყოველივე უსიამოვნო სასიამოვნოდ შეცვალა. როგორც მარგალიტი, ტალახშიც რომ ჩააგდო, თავის მშვენიერებას ავლენს, ისე სათნოებაც, სადაც არ უნდა ჩააგდო, თავის ძალას ამჟღავნებს — მონობაშიც, საპყრობილეშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც. რადგან საპყრობილეში ჩაგდებულმა საპყრობილის მეთაური თავისკენ მოიზიდა და მისგან ყველა პატიმარზე ხელმწიფება მიიღო, აქედან უნდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის