მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 40:23

22. ხოლო მეპურეთმოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმნა მას იოსებ.23. ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.
დაბადებისა თავი 40
23. ხოლო ღჳნისმნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.
საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იოსების თავმდაბლობა და სულგრძელობა (40:19-23):

ამის მსმენელი, საყვარელო, ნუ ადანაშაულებ მართალს სულმოკლეობაში, არამედ უკეთ იმას მიაგე, რომ ასეთ ჭირთა შორის მამაცად და სულგრძელად იტანდა საპყრობილეში ყოფნას. თუმცა საპყრობილის მეთაურისგან ხშირად ხელმწიფებას იღებდა, მაინც მძიმე იყო მისთვის პატიმრობა და დაცემულ და უწმინდურ ადამიანებთან ერთად ყოფნა. შენიშნე მისი სიბრძნისმოყვარე სული იმაშიც, როგორ იტანდა ყოველივეს სულის სიმტკიცით, ყოველივეში ღრმა თავმდაბლობას ავლენდა. „და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ", — ამბობს, — „და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან". აქ ყურადღება მიაქციე, რომ იმ ბოროტმზრახველ მეძავზე არაფერს ამბობს, ბატონსაც არ ადანაშაულებს, ძმების არაადამიანობასაც არ ახსენებს; არამედ, ყოველივე ამას ფარავს, ამბობს: გამიხსენე და ეცადე, რომ ამ საპყრობილიდან გამომიყვანონ. „რამეთუ პარვით წარმომიპარეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ. და აქა-ცა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა". ნუ დავტოვებთ ამას ყურადღების მიღმა, არამედ დავფიქრდეთ მისი სულის სიბრძნისმოყვარეობაზე, — იმაზე, რომ ასეთი შემთხვევა რომ ეპოვა და იცოდა, რომ მწდეს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის