ყურადღება მიაქციე წერილის ზედმიწევნითობას. მან გადმოგვცა როგორც ლამექის ცოლისგან შობილ ძეთა სახელები, ისე ისიც, რა საქმიანობა ჰქონდათ; კერძოდ, რომ ერთმა მეცხვარეობა აირჩია, ხოლო მეორემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო სელა, — ამბობს, — შვა, მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა" (). კვლავ (წერილმა) სელასგან შობილის საქმიანობაც აჩვენა და თქვა, რომ მან მჭედლობა აირჩია. შეხედე, როგორ ნელ-ნელა მოეწყობოდა კაცთა მოდგმის კეთილდღეობა. და პირველ ყოვლისა, კაინმა ქალაქი ააშენა და თავისი ძის სახელი დაარქვა. შემდეგ, ლამექის ძეთაგან ერთმა მეცხვარეობა აირჩია, მეორემ მჭედლობა, მესამემ სანთური და ქნარი გამოიგონა. „ხოლო დაჲ თობელისი, — ამბობს, — ნოემა" (იქვე). რა სიახლე და უცნაურობაა ეს! აი, ახლა წერილი პირველად ახსენებს ცალკე ქალს. არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ მოიქცა ასე ნეტარი წინასწარმეტყველი, არამედ, რათა აქედან რაღაც ფარულს გვაჩვენოს, თუმცა ამას სხვა დროისთვის გადავდებთ, ახლა კი რიგის მიხედვით გავაგრძელებთ; ეს შენიშვნა (ნოემას შესახებ) უმნიშვნელო არ არის, არამედ...
დაბადებისა 4:24
23. და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა.24. რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის.25. ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.
დაბადებისა თავი 4