მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:11

10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 4
11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

მაგრამ ვნახოთ, ამ უღმრთო საქციელისა და ამ მიუტევებელი დანაშაულის შემდეგ, რა შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას იჩენს ყოველთა ღმერთი. „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ" (). უკვე ეს ერთი, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენს ღმერთმა საუბარი ღირსყო, რა სახიერებას ამჟღავნებს? თუ ჩვენ ხშირად გვძაგს ჩვენი მსგავსი ადამიანებიც, როცა ასეთ ბოროტმოქმედებას ჩადიან, მით უმეტეს უნდა გავუკვირდეთ სახიერ ღმერთს, რომელმაც ასეთი მოთმინება გამოიჩინა, — და სრულიად სამართლიანად. ის მკურნალი და მოსიყვარულე მამაა. როგორც მკურნალი, ყველა ზომასა და საშუალებას იყენებს, რათა სასტიკი სნეულებებით დაავადებულთ ჯანმრთელობა დაუბრუნოს; ხოლო როგორც მოსიყვარულე მამა, მამობრივი სიყვარულის ძალით, სურს უზრუნველობის გამო თავიანთი კეთილშობილება დაკარგულთ პირვანდელ კეთილდღეობაში დააბრუნოს. ვინაიდან მისი სახიერება უზომოდ დიდია, სურს ასეთი ურჯულოების ჩამდენის მიმართაც გამოავლინოს თავისი დიდი კაცთმოყვარეობა და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება!...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ეიწყნარა სისხლი აბელ მართლისაჲ, და მერმე, იწყეს რაჲ კაცთა სისხლისა სისხლთა ზედა დართვად, განეფინა ქუეყანასა ზედა წყევაჲ და სიცრუე, პარვაჲ და მრუშებაჲ და კაცის-კლვაჲ, და ამისთჳს დაწყეულ იყო ქუეყანაჲ. რამეთუ თქუა ღმერთმან: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, რომელმან აღაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლსა აბელის, ძმისა შენისა“.

და კუალად პირველ, გარდასლვასა მას ადამისსა, დაწყევა იგი მეუფემან და თქუა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე პურსა შენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“.

და ესრეთ ყოველივე სოფელი სავსე იყო სისხლითა და ეკლითა წყევისა მისგან, და ესე ჴელითწერილი აქუნდა მტერსა. ამისთჳს მაღლოოდა ყოველთა ზედა და ლაღად მძლავრობდა, ვითარცა ტყუეთა ზედა თჳსთა. ამისთჳს წარმოტყუენა იგი უფალმან ყოვლისა მისგან. და მი-რაჲ-ვიდოდა სიკუდილდ, ესე ყოველი მიიღო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა ცუდად, არამედ ცხორებისათჳს ჩუენისა თავს-იდვა ყოველივე იგი. მაშინ უკუე სისხლნი იგი, რომლითა სოფელი შებღალულ იყო, მეწამულსა მას სამოსელსა ეტჳრთნეს, და ეკალნი - გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ხოლო ჴელისწერილი ჩუენთა ცოდვათაჲ - ლერწამსა მას, რომელი მისცეს; რაჲთა სი...

სრულად ნახვა