მაგრამ ვნახოთ, ამ უღმრთო საქციელისა და ამ მიუტევებელი დანაშაულის შემდეგ, რა შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას იჩენს ყოველთა ღმერთი. „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ" (). უკვე ეს ერთი, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენს ღმერთმა საუბარი ღირსყო, რა სახიერებას ამჟღავნებს? თუ ჩვენ ხშირად გვძაგს ჩვენი მსგავსი ადამიანებიც, როცა ასეთ ბოროტმოქმედებას ჩადიან, მით უმეტეს უნდა გავუკვირდეთ სახიერ ღმერთს, რომელმაც ასეთი მოთმინება გამოიჩინა, — და სრულიად სამართლიანად. ის მკურნალი და მოსიყვარულე მამაა. როგორც მკურნალი, ყველა ზომასა და საშუალებას იყენებს, რათა სასტიკი სნეულებებით დაავადებულთ ჯანმრთელობა დაუბრუნოს; ხოლო როგორც მოსიყვარულე მამა, მამობრივი სიყვარულის ძალით, სურს უზრუნველობის გამო თავიანთი კეთილშობილება დაკარგულთ პირვანდელ კეთილდღეობაში დააბრუნოს. ვინაიდან მისი სახიერება უზომოდ დიდია, სურს ასეთი ურჯულოების ჩამდენის მიმართაც გამოავლინოს თავისი დიდი კაცთმოყვარეობა და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება!...
დაბადებისა 4:10
...). ხედავ, აბელის შემთხვევაშიც როგორ პატივდებული იყო სიკვდილი? „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?“ () „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო“ ().
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი
ნახე ლაზარეს შემთხვევაშიც, როგორ წარუძღვოდნენ მას ანგელოზები სიკვდილის შემდეგ. ნახე მოწამეთა საფლავებისკენაც, როგორ მიეშურებიან ქალაქები და როგორ აღეგზნება ხალხი სურვილით. სწორედ ამას ამბობს: ღმერთს წმიდანთა სიკვდილის მიმართაც დიდი ზრუნვა და დიდი მზრუნველობა აქვს. რადგან ისინი არც უბრალოდ და არც შემთხვევით კვდებიან, არამედ მაშინ, როცა თავად ღმერთი განგებულებით დაუშვებს. ამიტომ ამბობდა: „წინაშე უფლისა“ (), რადგან ამის ჩვენება სურდა: „ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა“ (...
...რმედ: ილოცვიდა, ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა; და ესოდენ ესმა ღმერთსა, რომელ მასვე ჟამსა მისცა თხოაჲ მისი.
ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობ...