მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:1

1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.2. და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 4
1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ.
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კაინისა და აბელის შობა და მსხვერპლშეწირვა (4:1-4):

„ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი" (). შენიშნე, როდის მოხდა ეს. ურჩობის შემდეგ, სამოთხიდან განდევნის შემდეგ — მაშინ იწყება საქორწინო ცხოვრება. ურჩობამდე (პირველი ადამიანები) ანგელოზებივით ცხოვრობდნენ და თანაცხოვრებაზე საუბარიც არ იყო. და როგორ შეიძლებოდა, როცა ხორციელი საჭიროებებისგან თავისუფალნი იყვნენ? ამრიგად, თავდაპირველად ცხოვრება ქალწულებრივი იყო; ხოლო, როცა (პირველი ადამიანების) უზრუნველობით ურჩობა გამოჩნდა და (სამყაროში) ცოდვა შემოვიდა, ქალწულება მათგან გაფრინდა, ვინაიდან ასეთი დიდი სიკეთის უღირსნი გახდნენ, და მის ნაცვლად ქორწინების კანონი შემოვიდა ძალაში. დაფიქრდი, საყვარელო, რა დიდია ქალწულების ღირსება, რა მაღალი და მნიშვნელოვანია ეს მდგომარეობა, როგორ აღემატება ადამიანურ ბუნებას და ზეგარდმო შემწეობას საჭიროებს. რომ ქალწულების ამრჩევნი, სხეულში მყოფნიც კი, უსხეულო ძალთა მსგავსად ცხოვრობენ, მოისმინე ქრისტეს სიტყვები, სადუკეველთა მიმართ ნათქვამი. მათ, აღდგომის შესახებ კითხვა აღძრეს და (იესო ქრისტეს აზრი) რომ გაეგოთ, უთხრეს: „მოძღვარო! ჩვენს შორის იყო შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მადლიერების მსხვერპლი და წმიდანთა სიკვდილი:

...). ხედავ, აბელის შემთხვევაშიც როგორ პატივდებული იყო სიკვდილი? „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?“ () „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო“ ().

5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი

ნახე ლაზარეს შემთხვევაშიც, როგორ წარუძღვოდნენ მას ანგელოზები სიკვდილის შემდეგ. ნახე მოწამეთა საფლავებისკენაც, როგორ მიეშურებიან ქალაქები და როგორ აღეგზნება ხალხი სურვილით. სწორედ ამას ამბობს: ღმერთს წმიდანთა სიკვდილის მიმართაც დიდი ზრუნვა და დიდი მზრუნველობა აქვს. რადგან ისინი არც უბრალოდ და არც შემთხვევით კვდებიან, არამედ მაშინ, როცა თავად განგებულებით დაუშვებს. ამიტომ ამბობდა: „წინაშე უფლისა“ (), რადგან ამის ჩვენება სურდა: „ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა“ (...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...სჯის. ასე მოიქცა კაენის შემთხვევაშიც. სულმა შესცოდა, რადგან მკვლელობა ჩაიდინა, და მისი სხეული მოეშალა. როგორ? მოისმინე: „იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა“ (). და კაენი დადიოდა, ყველას ესაუბრებოდა, დუმილით ხმას გამოსცემდა და უხმობით ასწავლიდა. ენა დუმდა, ხოლო სხეულის ასოები ღაღადებდნენ და ყველას უხსნიდნენ, რატომ კვნესოდა და რატომ ძრწოდა: „ძმა მოვკალი, მკვლელობა ჩავიდინე“. ამის შემდეგ მოსე ამას ასოებით ამბობდა, კაენი კი საქმეებით დადიოდა და ყველას ეუბნებოდა: „არა კაც-ჰკლა,“ ().

იხილე მდუმარე პირი და ღაღადებელი საქმე? იხილე ცოცხალი სჯული, რომელიც ყველგან მიმოდიოდა? იხილე მოსიარულე სვეტი? იხილე სასჯელი, რომელიც პატივის წართმევად იქცა? იხილე...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. გადადებული სასჯელი და გეენის ხსოვნა:

...ა? მაგრამ სასჯელი მიიღო, თანაც მკაცრი, ათიათასი სიკვდილის ტოლფასი, ისეთი, რომლის ნაცვლადაც ათიათასგზის სიკვდილსაც აირჩევდა; მოისმინე, რას ამბობს: „და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.“ ().

მითხარი მაშ: განა დღესაც ბევრი იმავეს არ აკეთებს, რასაც ის აკეთებდა? რადგან როცა ხორციელ ძმას კი არა, სულიერ ძმას დაღუპავ, განა იგივე არ ჩაგიდენია? რა მნიშვნელობა აქვს, თუ მახვილით არა, არამედ სხვა გზით კლავ, როცა შიმშილის მოხსნა შეგიძლია და თვალს არიდებ? მაშ რა? ახლა ძმის მიმართ არავის შეშურებია? არავის ჩაუგდია ძმა საფრთხეებში? მაგრამ აქ სასჯელი არ მიუღიათ. მაგრამ მიიღებენ.

მაშ, კაენი, ვისაც წერილობითი რჯულები და წინასწარმეტყველნი არ მოუსმენია, არც დიდი ნიშნები უხილავს, ასეთ სასჯელს იხდის...

სრულად ნახვა
საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. კაინის განკითხვა და მისი შთამომავლობა (4:16-21):

...მისი განსწავლება, არამედ ყველა მომავალი ადამიანის სწავლებაც ინდომა — ყოველმხრივ აეცდინა ასეთი თავხედი საქციელი.

ახლა მომდევნოზე გადავიდეთ და ვნახოთ, რაზე მოგვითხრობს დღესაც ნეტარი ის წინასწარმეტყველი, სულიწმიდის ძალით შთაგონებული. როცა კაინმა განაჩენი მოისმინა, „გამოვიდა, — ამბობს მოსე, — პირისაგან ღმრთისა" (). რას ნიშნავს: „გამოვიდა პირისაგან ღმრთისა"? იმას, რომ თავისი საძაგელი საქმის გამო ღვთის მზრუნველობას მოაკლდა. „და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა". წერილი გვეუბნება იმ ადგილის შესახებაც, სადაც კაინი შემდეგ დაემკვიდრა — გვიჩვენებს, რომ ისიც სამოთხეს ახლოს დასახლდა, იმისთვის, რომ მის პირდაპირ მცხოვრები, მუდმივად ახსოვდა როგორც ის, რაც მამას მცნების დარღვევის გამო შეემთხვა, ისე საკუთარი დანაშაულის სიმძიმე — ასეთ სასჯელს დაექვემდებარა ის, ვინც მამის სასჯელით არ განისწავლა. და თავად ადგილიც, სადაც ცხოვრობდა, მუდმივად შეახსენებდა არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მომავალ ადამიანსაც ძრწოლასა და შიშს: სახელი „ნაიდი" ებრაული სიტყვაა და „შეძრწუნებას" ნიშნავს. ამრიგად, უფალმა იქ დაასახლა იგი, რათა თავად ადგილის სახელწოდებაში ხედავდა მხილებას, თითქოს სპილენძის სვეტზე ამოტვიფრულს. შემდეგ ნათქვამია: **„და იცნა კაინ ცოლი თჳსი...

სრულად ნახვა
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

...მის მცველი ვერ გახდი, მაშინ რატომ გახდი მკვლელი, მოკალი ის, ვინც შენ არაფრით შეგაწუხა, და კიდევ იფიქრე, თითქოს არავინ იყოს შენი მამხილებელი? მაგრამ მოიცადე და ნახავ, რომ თავად მოკლული შენი მამხილებელი იქნება, მკვდრად მწოლარე ხმამაღლა დაგადანაშაულებს შენ, ცოცხალსა და მოარულს. „და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ?" (). მრავალმნიშვნელოვანია ეს სიტყვებიც. რისთვის, ამბობს, გააკეთე ეს? რისთვის ჩაიდინე ეს უღმრთო თავხედობა, საძაგელი საქციელი, მიუტევებელი საქმე, აუტანელი სიშლეგე, ახალი და უწინარესი მკვლელობა, შენი ხელით პირველად შემოტანილი კაცობრიობაში? რისთვის ჩაიდინე ეს დიდი და საშინელი საქმე, რომელზე მძიმეც ცოდვათა შორის არ არსებობს? „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა მე ადამიანი ვარ და მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმულ ხმას ვისმენ? მე ღმერთი ვარ და სისხლის მეშვეობით მღაღადებლისა და მიწაზე მწოლარეს მოსმენაც შემიძლია. აჰა, როგორ შორს მიაღწევს ამ სისხლის ხმა, მიწიდან ცამდე ადის და, ცათა ცას გასცილდება რა და უმაღლეს ძალებს გაივლის, თვით მეუფის ტახტს აღწევს და შენს მკვლელობაზე უჩივის, უღმრთო საქმეს ამხელს. „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა უცხოსა და გარეშეს მიაყენე ასეთი შეურაცხყოფა? არა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ეიწყნარა სისხლი აბელ მართლისაჲ, და მერმე, იწყეს რაჲ კაცთა სისხლისა სისხლთა ზედა დართვად, განეფინა ქუეყანასა ზედა წყევაჲ და სიცრუე, პარვაჲ და მრუშებაჲ და კაცის-კლვაჲ, და ამისთჳს დაწყეულ იყო ქუეყანაჲ. რამეთუ თქუა ღმერთმან: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, რომელმან აღაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლსა აბელის, ძმისა შენისა“.

და კუალად პირველ, გარდასლვასა მას ადამისსა, დაწყევა იგი მეუფემან და თქუა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე პურსა შენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“.

და ესრეთ ყოველივე სოფელი სავსე იყო სისხლითა და ეკლითა წყევისა მისგან, და ესე ჴელითწერილი აქუნდა მტერსა. ამისთჳს მაღლოოდა ყოველთა ზედა და ლაღად მძლავრობდა, ვითარცა ტყუეთა ზედა თჳსთა. ამისთჳს წარმოტყუენა იგი უფალმან ყოვლისა მისგან. და მი-რაჲ-ვიდოდა სიკუდილდ, ესე ყოველი მიიღო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა ცუდად, არამედ ცხორებისათჳს ჩუენისა თავს-იდვა ყოველივე იგი. მაშინ უკუე სისხლნი იგი, რომლითა სოფელი შებღალულ იყო, მეწამულსა მას სამოსელსა ეტჳრთნეს, და ეკალნი - გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ხოლო ჴელისწერილი ჩუენთა ცოდვათაჲ - ლერწამსა მას, რომელი მისცეს; რაჲთა სი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).:

...რმედ: ილოცვიდა, ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა; და ესოდენ ესმა ღმერთსა, რომელ მასვე ჟამსა მისცა თხოაჲ მისი.

ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობ...

სრულად ნახვა