მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 38:25

24. და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.25. და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.26. ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.
დაბადებისა თავი 38
25. და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24)

გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია, მათ უცხოტომელებს მიჰყიდეს, ხოლო ამათ ფარაონის მზარეულთმთავარს გადაჰყიდეს, მაგრამ, რადგან იოსებს ყოველივეში ზეგარდმო შეწევნა ჰქონდა, ყოველივე მისთვის ასატანი და მსუბუქი აღმოჩნდა. მინდოდა დღესაც იმავე თხრობის გაგრძელება და კვლავაც მისგან მოძღვრება შემოგთავაზებინათ. მაგრამ მასში კიდევ სხვა ზოგიერთი თხრობა შედის, რომელსაც ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ; რამდენადაც შესაძლებელია, ეს განვმარტოთ და შემდეგ კვლავ იოსების ისტორიას დავუბრუნდეთ. კერძოდ, რომელი თხრობა შედის აქ? ეს იუდას შესახებ არის. მან ცოლად შეირთო ქანანელის ასული სავანა და მისგან სამი ვაჟი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის