მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 38:22

21. და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა?22. და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.23. და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.
დაბადებისა თავი 38
22. და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.
საუბარი 62. „და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ" (დაბ 38:2–3)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24):

გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია, მათ უცხოტომელებს მიჰყიდეს, ხოლო ამათ ფარაონის მზარეულთმთავარს გადაჰყიდეს, მაგრამ, რადგან იოსებს ყოველივეში ზეგარდმო შეწევნა ჰქონდა, ყოველივე მისთვის ასატანი და მსუბუქი აღმოჩნდა. მინდოდა დღესაც იმავე თხრობის გაგრძელება და კვლავაც მისგან მოძღვრება შემოგთავაზებინათ. მაგრამ მასში კიდევ სხვა ზოგიერთი თხრობა შედის, რომელსაც ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ; რამდენადაც შესაძლებელია, ეს განვმარტოთ და შემდეგ კვლავ იოსების ისტორიას დავუბრუნდეთ. კერძოდ, რომელი თხრობა შედის აქ? ეს იუდას შესახებ არის. მან ცოლად შეირთო ქანანელის ასული სავანა და მისგან სამი ვაჟი შეეძინა. „და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის