გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია, მათ უცხოტომელებს მიჰყიდეს, ხოლო ამათ ფარაონის მზარეულთმთავარს გადაჰყიდეს, მაგრამ, რადგან იოსებს ყოველივეში ზეგარდმო შეწევნა ჰქონდა, ყოველივე მისთვის ასატანი და მსუბუქი აღმოჩნდა. მინდოდა დღესაც იმავე თხრობის გაგრძელება და კვლავაც მისგან მოძღვრება შემოგთავაზებინათ. მაგრამ მასში კიდევ სხვა ზოგიერთი თხრობა შედის, რომელსაც ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ; რამდენადაც შესაძლებელია, ეს განვმარტოთ და შემდეგ კვლავ იოსების ისტორიას დავუბრუნდეთ. კერძოდ, რომელი თხრობა შედის აქ? ეს იუდას შესახებ არის. მან ცოლად შეირთო ქანანელის ასული სავანა და მისგან სამი ვაჟი შეეძინა. „და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს,...
დაბადებისა 38:13
12. აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.13. და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.14. განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.
დაბადებისა თავი 38