მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 35:26

25. და ძენი ბალასნი, მჴევლისა რაქელისნი: დაან და ნეფთალიმ.26. და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.27. მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ.
დაბადებისა თავი 35
26. და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1):

...შვილის შეძენას აღარ ახსენებს, რომ ნაჩვენები იყოს, რომ ეს ისე უბრალოდ და უმიზნოდ არ მომხდარა. „იყუნეს, — ნათქვამია, — ძენი იაკობისნი ათორმეტ". წერილი გამოყოფს ლიას ძეებსა და რაქელის ძეებს, შემდეგ მხევალთაგან შობილებსაც ჩამოთვლის და ამბობს: „ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა" (). თუმცა ბენიამინი მაშინ შეიძინა, როცა იაკობი ბეთლემისკენ ჩქარობდა: მაშ, რატომ ამბობს წერილი ასე: „რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა"? ალბათ, რაქელს ჩაესახა ჯერ კიდევ მესოპოტამიიდან წამოსვლამდე. „მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა" (). შეხედე აქაც, როგორ სურდა კაცთმოყვარე ღმერთს ყოველივეში მართალნი დაეკმაყოფილებინა. როცა იაკობ, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, მამასთან მოვიდა, და ორივესთვის დიდი ნუგეში იყო — ძისთვის მამასთან შეხვედრის, მამისთვის კი იმის, რომ ყოველივეში ძის სიუხვესა და მრავალ შვილს ხედავდა — ამის შემდეგ, ამბობს წერილი, „მოაკლდა ისაკ და მოკუდა... მოხუცებული და სავსე დღითა" (). თუ მაშინ, როცა იაკობმა კურთხევა მიითვისა, მისი თვალების სინათლე, ნათქვამია, რომ შესუსტებული ყოფილიყო, რის გამოც მოტყუვდა, წარმ...

სრულად ნახვა