...მხოლოდ გამრავლდება იგი, არამედ მისგან საკვირველი შთამომავლობა წარმოიშობა: „მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ", — ამბობს, ამით მისგან წარმოსავალთა სიდიადეს წინასწარმეტყველებს. „და ქუეყანა, — ამბობს კვლავ, — რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა" (). რადგან იაკობი, სიმეონისა და ლევის ცნობილი საქციელის გამო ამბობდა: „მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი" (), — და ყველაფერში სულმოკლეობასა და დიდ შიშს ავლენდა, ამიტომ კაცთმოყვარე უფალი ახლა ეუბნება: შენ თქვი: „მცირე ვარ რიცხჳთ", მაგრამ იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება, გავრცელდება და ისე სახელოვანი იქნება, რომ ხალხთა შეკრებანიცა და მეფენიც წარმოიშობიან მისგან; არა მხოლოდ არ აღიხოცები, არამედ შენ და შენი თესლი ამ მთელს ქვეყანას დაიმკვიდრებთ. ასეთი აღთქმების მიცემის შემდეგ, „აღვიდა, — ნათქვამია, — ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას" (). შეხედე, როგორ საღვთო წერილი ჩვენდამი შემწყნარებულული გამოთქმებით გვიხსნის. „აღვიდა, — ამბობს, — ღმერთი მიერ", — არა იმისთვის ასე ამბო...
დაბადებისა 35:12
11. ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი შენი, აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ.12. და ქუეყანა, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.13. აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.
დაბადებისა თავი 35