მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:4

3. და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა.4. მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად.5. იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.
დაბადებისა თავი 34
4. მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის საცთური და დინას შეურაცხყოფა (34:1–12):

...აოკებს? მხოლოდ დაინახა, ამბობს, ქალწული და, ერთი შეხედვით მთლიანად სიყვარულის ვნებით მოცული, თავისი გულისწადილი აღასრულა. „და ეტყოდა გონებისაებრ მისისა". ეს რას ნიშნავს? რადგან ქალწული ახალგაზრდა იყო, ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რაც მას მოხიბლავდა და დაიჭერდა. და მამას ეუბნება: „მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად" (). იაკობმა გაიგო მომხდარი და ის მოთმინებით იტანდა, ელოდებოდა დინას ძმების მოსვლას, რომლებიც ფარებს მწყემსავდნენ. „და დაიდუმა, — ნათქვამია, — იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა" (). როცა ემორი მოვიდა იაკობთან, მოვიდნენ დინას ძმებიც, და თავიანთი დის ამბავი რომ გაიგეს, „შეწუხნეს" (). რას ნიშნავს „შეწუხნეს"? შეწუხდნენ, აუტანლად მიაჩნდათ, სრულიად მოუთმენლად, და ეს იყო მათი მწუხარების მიზეზი. „რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს" (). ხედავ იაკობის შვილების სიწმიდეს? ისინი ამ საქმეს უდიდეს შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ. ხედავ, როგორ ზრდიდა მართალი შვილებს სათნოებისთვის; სიქემი კი, ემორის ძე, თავისი გულისწადილის აღსრულებით, მამისა და მთელი ქალ...

სრულად ნახვა