მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:31

30. და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.31. ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?
დაბადებისა თავი 34
31. ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიმეონისა და ლევის შურისძიება სიქემზე (34:13–31):

...გაკეთებაც მათ მიმართ გადაწყვიტეთ. და როგორც სიქემი გახდა ასეთი დაღუპვის მიზეზი მამისთვისა და ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის, ასევე თქვენ — ჩემთვის. თქვენ გამო მეც საძულველი გავხდები და ვერაფერი შეუშლის ხელს მათ, თქვენი თავხედობის გამო მეც მომკლან. „ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?" (). მაშ, იაკობის ძეებმა შურისძიება სიწმიდის გრძნობით მოახდინეს; ისინი მამის წინაშე იმართლებენ და ამბობენ: მცხოვრებლებმა შეგვარცხვინეს; ისინი ჩვენს დას, შეიძლება ითქვას, მეძავივით მოექცნენ. ჩვენ იძულებულნი ვიყავით ასე მოვქცეულიყავით, რომ სხვებისთვისაც მომავალში დარიგება ყოფილიყო — ასეთი თავხედობა არ მოეხდინათ.

4. იაკობის გადასვლა ბეთელში და კერპების განადგურება (35:1–8)

მაგრამ ყურადღება მიაქციე აქაც მართლის მიმართ ღვთის გამოუთქმელ მზრუნველობას. რადგან ხედავდა, რომ ძეების საქციელის გამო აქ დარჩენის ეშინია, „ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ" (). შენ აქაურ მცხოვრებთა გეშინია; გადი აქედან და ბეთელში იცხოვრე, **„და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა. და ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა დ...

სრულად ნახვა