მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:30

29. წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.30. და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.31. ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?
დაბადებისა თავი 34
30. და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა
საუბარი 60. „და აღაშენა საკურთხეველი" (დაბ 35:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13):

...ვ, — რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა"** (). რადგან იაკობი, სიმეონისა და ლევის ცნობილი საქციელის გამო ამბობდა: „მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი" (), — და ყველაფერში სულმოკლეობასა და დიდ შიშს ავლენდა, ამიტომ კაცთმოყვარე უფალი ახლა ეუბნება: შენ თქვი: „მცირე ვარ რიცხჳთ", მაგრამ იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება, გავრცელდება და ისე სახელოვანი იქნება, რომ ხალხთა შეკრებანიცა და მეფენიც წარმოიშობიან მისგან; არა მხოლოდ არ აღიხოცები, არამედ შენ და შენი თესლი ამ მთელს ქვეყანას დაიმკვიდრებთ. ასეთი აღთქმების მიცემის შემდეგ, „აღვიდა, — ნათქვამია, — ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას" (). შეხედე, როგორ საღვთო წერილი ჩვენდამი მისადაგებული გამოთქმებით გვიხსნის. „აღვიდა, — ამბობს, — ღმერთი მიერ", — არა იმისთვის ასე ამბობს, რომ ღვთაებას რაიმე ადგილით შემოსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, არამედ იმისთვის, რომ ამაშიც ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა შევიცნოთ. ამგვარ თხრობაშიც სულიწმიდის მადლი ადამიანურ სისუსტეს შეუწყნარდება. სიტყვები *...

სრულად ნახვა