მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:29

28. ცხოვარი და ზროხაჲ მათი, და ვირები მათი, რაოდენი იყო ქალაქსა მას შინა, რაოდენი იყო ველსა ზედა.29. წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.30. და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.
დაბადებისა თავი 34
29. წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის