მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:25

24. და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამომავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცვეთილებასა მათსა ყოველივე წული.25. და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი.26. და ემორ და სჳქემ, ძე მისი, მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა და გამოიყუანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.
დაბადებისა თავი 34
25. და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიმეონისა და ლევის შურისძიება სიქემზე (34:13–31):

...4:20). მცხოვრებლებმა მაშინვე შეასრულეს ემორისა და სიქემის სიტყვა და ყველამ ერთად წინადაცვეთის ნიშანი დაისვა სხეულზე. ხოლო სიმეონმა და ლევიმ, ამის შეტყობისთანავე, გადაწყვიტეს თავიანთი ჩანაფიქრი ასრულებაში მოეყვანათ. „მოიღეს, — ნათქვამია, — კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით" (). რას ნიშნავს „განკრძალულებით"? იმას, რომ თუმცა ისინი ორი გამოვიდნენ ასეთი სიმრავლის წინააღმდეგ, მაგრამ დიდ უსაფრთხოებას ის აძლევდათ, რომ ყველა დაჭრილივით იწვა. ამის ასახსნელად საღვთო წერილი შენიშნავს: „და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა". ეს გარემოება სიმეონსა და ლევის უსაფრთხოებას აძლევდა და მათ ორს ბევრზე ძლიერს ხდიდა. „და მოსრეს ყოველივე მამაკაცი", ანუ ყველა მამაკაცი, რომლებიც წინადაცვეთის სალმობაში იწვნენ და, ასე ვთქვათ, უკვე მოკვლისთვის მზად იყვნენ. სხვებთან ერთად ჭაბუკსაც დაესხნენ, რომელმაც მათი და შეურაცხყო; მაგრამ ასეთი შურისძიებით არ დაკმაყოფილდნენ, ცხვრებიც და მთელი საქონელიც წამოიღეს, ყველა ბავშვიც, და ქალაქსთან ერთად ხალხიც რომ გაანადგურეს, უკან დაბრუნდნენ. ხედავ, საყვარელო, რა ბოროტება გააჩინა ერთი ჭაბუკის უგუნურებამ? ხედავ, რა დაღუპვა მოუტანა მან ქალაქის ყველა მცხოვრებს?

ამის მცო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.

ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს. და მერმე კუალად მის ზედა მოვიდა სალმანასარ და გამოიხუნა სხუანი ქალაქნი და ყვნა იგინი ხარკისმიმცემელ, და იყო მუნ მთავრად. უკუანაჲსკნელ გარდავარდა მთავრობისაგან და მივიდა ჰინდოთა თანა. ცნა ესე ასურასტანელმან, ვითარმედ სალმ...

სრულად ნახვა