მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:2

1. გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.2. და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.3. და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა.
დაბადებისა თავი 34
2. და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიმეონისა და ლევის შურისძიება სიქემზე (34:13–31):

...ა ემორისა. და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა"** (დაბ 34:18–19), ანუ მთლიანად ქალწულისადმი ვნებას მისცა თავი. თავისი ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა ძესთან ერთად მამამ ქალაქის მცხოვრებლებს მიმართა და ყველას იაკობის ძეთა წინადადების თანახმად წინადაცვეთის მიღება ურჩია (). მცხოვრებლებმა მაშინვე შეასრულეს ემორისა და სიქემის სიტყვა და ყველამ ერთად წინადაცვეთის ნიშანი დაისვა სხეულზე. ხოლო სიმეონმა და ლევიმ, ამის შეტყობისთანავე, გადაწყვიტეს თავიანთი ჩანაფიქრი ასრულებაში მოეყვანათ. „მოიღეს, — ნათქვამია, — კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით" (). რას ნიშნავს „განკრძალულებით"? იმას, რომ თუმცა ისინი ორი გამოვიდნენ ასეთი სიმრავლის წინააღმდეგ, მაგრამ დიდ უსაფრთხოებას ის აძლევდათ, რომ ყველა დაჭრილივით იწვა. ამის ასახსნელად საღვთო წერილი შენიშნავს: „და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა". ეს გარემოება სიმეონსა და ლევის უსაფრთხოებას აძლევდა და მათ ორს ბევრზე ძლიერს ხდიდა. „და მოსრეს ყოველივე მამაკაცი", ანუ ყველა მამაკაცი, რომლებიც წინადაცვეთის სალმობაში იწვნენ და, ასე ვთქვათ, უკვე მოკვლისთვის მზად იყვნე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).:

...მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.

ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს. და მერმე კუალად მის ზედა მოვიდა სალმანასარ და გამოიხუნა სხუანი ქალაქნი და ყვნა იგინი ხარკისმიმცემელ, და იყო მუნ მთავრად. უკუანაჲსკნელ გარდავარდა მთავრობისაგან და მივიდა ჰინდოთა თანა. ცნა ესე ასურასტანელმან, ვითარმედ სალმ...

სრულად ნახვა