მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 34:10

9. გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა.10. და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა.11. ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა თქუენ წინაშე და, რაჲ-იგი სთქუთ, მიგცე.
დაბადებისა თავი 34
10. და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა.
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა შეგონებით, რომ სიმართლის მზის გამობრწყინების შემდეგ ლამპრის ნათელს ძალა აღარ შეიძლება ჰქონდეს, რადგან მზის სხივების ბრწყინვალება ფარავს და ზედმეტს ხდის მას. თქვენ გესმით, როგორ შეიძლება ყოველთვის ზეიმობა და დროთა დაცვის აუცილებლობისგან თავისუფლება. ამისთვისვე მოვიდა ჩვენი უფალი, რომ გარკვეული დროების დაცვის აუცილებლობისგან გვეხსნებინა და უზენაეს სწრაფვათა მიმართ წაგვეყვანა, რათა ზეცაში გვქონოდა სამშობლო, კაცნი ვიყვნეთ და ანგელოზთა ცხოვრებას მივბაძავდეთ და ყველა ადამიანურ საქმეს უგულებელვყოფდეთ. მაგრამ ახლა, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ ნეტარი მოსეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის