მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 32:25

24. და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.26. და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე.
დაბადებისა თავი 32
25. და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის ჭიდილი ღმერთთან და ისრაელის სახელი (32:20–28):

...და მას კაცი ვიდრე განთიადმდე"** (დაბ 32:23–24). დიდია ღვთის კაცთმოყვარეობა! რადგან ძმის შესახვედრად მიდიოდა, იმისთვის, რომ საქმით დარწმუნებულიყო, არანაირი ვნება არ მოელის, უფალი კაცის სახით ბრძოლაში შეებრძოლა მართალს. მერე კი, რომ ნახა — მას ვერ სძლევს, მტკიცედ, ნათქვამია, „შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა" (). ეს ყოველივე შემწყნარებლობით ხდებოდა, რათა მართლის სულიდან შიში განედევნა და ძმის შესახვედრად ყოველგვარი შეშფოთების გარეშე წასულიყო. როცა მტკიცედ შეახო, ნათქვამია, „ვრცელსა ბარკლისასა, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა". მერე, რათა მართალს შეეცნო ძალა იმისა, ვინც ხილულად ებრძოდა, მან უთხრა: „განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი" (). მართალმა, ამ სიტყვების წარმომთქმელის ძალის სიდიადე რომ იგრძნო, მიუგო: „არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე" (). დიდს, ამბობს, ვეღირსე, ჩემი ღირსების აღმატებულს; ამიტომ არ გაგიშვებ, სანამ კურთხევას არ მომანიჭებ. მერე ჰკითხა: „რაჲ არს სახელი შენი?" (). კვლავ შენიშნე მოწყალება. განა მართლის სახელი არ იცოდა, რომ ჰკითხ...

სრულად ნახვა