მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:47

46. და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა.47. და ჰრქუა და უწოდა ლაბან "ბორცჳ მოწმობათა" და იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე", თჳთოეულმან განმარტებით ენათა თჳსთათა.48. ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა დღეს. და უწოდა მას ლაბან "ბორცუ წამებისაჲ", ხოლო იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე". და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა ესერა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი აღმართე შორის ჩემსა და შენსა, წამებს ბორცჳ ესე და ძეგლიცა ესე წამებს. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი "ბორცუ წამებისაჲ".
დაბადებისა თავი 31
47. და ჰრქუა და უწოდა ლაბან "ბორცჳ მოწმობათა" და იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე", თჳთოეულმან განმარტებით ენათა თჳსთათა.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის