მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:44

43. მიუგო ლაბან და ჰრქუა იაკობს: ასულნი ესე - ასულნი ჩემნი და ძენი ესე - ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე - საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ამათ ჩემთათჳს რაჲ ვჰყო დღეს, ანუ შვილთა მათთა, რომელნი შვენ?44. აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა.45. და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად.
დაბადებისა თავი 31
44. აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის