მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:41

40. შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა.41. ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.42. არა თუმცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისა იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერი-მცა გამომავლინე მე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჴელთა ჩემთა იხილა ღმერთმან და გამხილა გუშინ.
დაბადებისა თავი 31
41. ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. სულიერ მწყემსთა მოვალეობა (31:41–44):

მოისმინე, რას ამბობს: „შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა". ხოლო ახლანდელთაგან ვინ შეძლებს თქვას, რომ თავისი ფარის ცხონებისთვის საშინელებებსა და უბედურებებს დაექვემდებარა? ახლანდელთაგან ვერავინ გაბედავს ამის თქმას. მხოლოდ პავლეს, ენათა მსოფლიო მოძღვარს, შეეძლო კადნიერებით ეთქვა ეს, და კიდევ მეტიც. მაგრამ სად, იტყვის ვინმე, გადაიტანა პავლემ ასეთი შრომა? მოისმინე, რას ამბობს: „ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?" (). აი, სამწყემსო სიყვარული! სხვათა დაცემები, ამბობს, ჩემს საკუთარ ტანჯვას აძლიერებს; სხვათა საცდურები ჩემს მწუხარებას ამძაფრებს. მას უნდა მიბაძონ ყველანი, ვისაც სიტყვიერ ცხვართა მწყემსობა ჩააბარეს; და ნუ იქნებიან უარესნი იმაზე, ვინც ასეთი დაუძინებელი მზრუნველობა გამოავლინა უტყვთა მიმართ, თანაც ამდენი წლის განმავლობაში! იქ, თუნდაც უყურადღებობა ყოფილიყო, ზიანი არ იქნებოდა; ხოლო აქ, თუ ერთი სიტყვიერი ცხვარი დაიღუპა ან მხეცმა მოიტაცა — დიდია დანაკარგი, უდიდესი ზიანი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის