მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:28

27. და თუმცა მითხრა მე, წარმო-მცა-გგზავნე შენ სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.28. არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.29. და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის-ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.
დაბადებისა თავი 31
28. არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის