მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:11

10. და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული.11. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:12. აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.
დაბადებისა თავი 31
11. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის