მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 30:4

3. ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.4. და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.5. და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.
დაბადებისა თავი 30
4. და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23)

იაკობის სიყვარულიდან რაქელის მიმართ გუშინ პავლე მოციქულის სიყვარულსა და ქრისტეს მიმართ დიდ ერთგულებაზე გადავედით და ვერ მოვასწარით, წინა საუბრის თანმიმდევრულ რიგს დავბრუნებოდით, თითქოს სწრაფმა ნაკადმა წაგვიღო. ამიტომ ახლა, თუ მოგეწონებათ, იმას მივუბრუნდეთ, რაც მომდევნო იყო, და გამოვავსოთ დარჩენილი, რომ ამ საუბრიდანაც საკმარისი სარგებელი მივიღოთ და ასე დავიშალოთ სახლებში. რადგან შვიდი წელი უკვე აღესრულა და ამდენი ხანი იაკობს „ვითარცა დღენი მცირენი" მოეჩვენა, ვინაიდან რაქელი უყვარდა, — „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა" (დაბ 29:21–23).

ხედავ, რა წესიერებით აღესრულებოდა ქორწილები ძველად? მოისმინეთ ეს თქვენ, ვინც ეშმაკის გართობებს მისდევთ და თავიდანვე ქორწინების სიწმიდეს ამცირებთ, იყო იქ ბუკების ხმა? იყო წინწილა? იყო ეშმაკის ცეკვები? მითხარ: რატომ შემოგაქვს სახლში ასეთ სირცხვილს და რატომ...

სრულად ნახვა
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...ის გონებას, რადგან მომხდარი არა ბუნების ჩვეულებრივი წესით ხდებოდა, არამედ ბევრი საოცარი და ბუნებრივ წესს აღმატებული იყო მასში. „ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა" (). რადგან შობილი ცხოველები ყველა სწორედ ისეთი იყო, როგორიც მან თავისთვის განსაზღვრა, ამიტომ გამოარჩევდა მათ და ასე ცალკე ფარას ქმნიდა თავისთვის. „და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ. და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად" (დაბ 30:41–43). რას ნიშნავს ამ უკანასკნელი სიტყვის განმეორება? გამოხატავს დიდ სიუხვეს — იმას, რომ იაკობი არა მხოლოდ საგრძნობლად, არამედ უაღრესად გამდიდრდა. „და იყო მისი, — ნათქვამია, — საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები" (). მაგრამ შეხედე, როგორ აღძრა ამან კვლავ შური მართლის მიმართ. **„და ეს...

სრულად ნახვა