მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 30:32

31. ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.32. წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.33. და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა.
დაბადებისა თავი 30
32. წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის