მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 30:17

16. შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.17. და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.18. და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.
დაბადებისა თავი 30
17. და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23)

იაკობის სიყვარულიდან რაქელის მიმართ გუშინ პავლე მოციქულის სიყვარულსა და ქრისტეს მიმართ დიდ ერთგულებაზე გადავედით და ვერ მოვასწარით, წინა საუბრის თანმიმდევრულ რიგს დავბრუნებოდით, თითქოს სწრაფმა ნაკადმა წაგვიღო. ამიტომ ახლა, თუ მოგეწონებათ, იმას მივუბრუნდეთ, რაც მომდევნო იყო, და გამოვავსოთ დარჩენილი, რომ ამ საუბრიდანაც საკმარისი სარგებელი მივიღოთ და ასე დავიშალოთ სახლებში. რადგან შვიდი წელი უკვე აღესრულა და ამდენი ხანი იაკობს „ვითარცა დღენი მცირენი" მოეჩვენა, ვინაიდან რაქელი უყვარდა, — „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა" (დაბ 29:21–23).

ხედავ, რა წესიერებით აღესრულებოდა ქორწილები ძველად? მოისმინეთ ეს თქვენ, ვინც ეშმაკის გართობებს მისდევთ და თავიდანვე ქორწინების სიწმიდეს ამცირებთ, იყო იქ ბუკების ხმა? იყო წინწილა? იყო ეშმაკის ცეკვები? მითხარ: რატომ შემოგაქვს სახლში ასეთ სირცხვილს და რატომ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის