ხედავ, რომ ლიაც ისევე ისაკუთრებდა მხევლისგან შობილ შვილებს და თავსაც ნეტარადა და სანატრელად მიიჩნევდა მათი შობის გამო. მაგრამ შეხედე, რა მოჰყვა ამას: როგორ გადადის შურის ვნება ხან ერთ, ხან მეორე მხარეზე და ხან ერთს, ხან მეორეს ტანჯავს. „განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი. და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა?" (დაბ 30:14–15). ხედავ, როგორ ნათლად ამჟღავნებს ამ სიტყვებით სულის ტკივილს? ვერ გეყო, ამბობს, რომ ქმარი წამართვი? ნუთუ ჩემი შვილის მანდრაგორებსაც წაიღებ? „ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა" — მომეცი, ამბობს, მანდრაგორები და წაიყვანე ქმარი ამ ღამით. ხედავ, იაკობი მთლიანად რაქელის სიყვარულს იყო მიძღვნილი? თუმცა ლიამ ამდენი შვილი უშვა, მაგრამ მისი გული რაქელისკენ იყო მიმართული: თუ ეს ასე არ ყოფილიყო, როგორ აიტანდა ლია დასთან ერთად ცხოვრებას? ქმარზე სრული ძალაუფლების მქონე, იგი...
დაბადებისა 30:14
13. და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.14. განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.15. და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.
დაბადებისა თავი 30