მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:9

8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?10. და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.
დაბადებისა თავი 3
9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის კითხვა ადამისადმი: „სადა ხარ?" (3:9-11):

მაშ ვისმინოთ, თუ გნებავთ, რას ეკითხება მოსამართლე, რას პასუხობენ განსასჯელნი, რა სასჯელი ეკისრებათ და რა მსჯავრდებას განიცდის ის, ვინც ასეთი ხაფანგი დაუგო მათ. მაგრამ დაძაბეთ, გთხოვთ, თქვენი გონება და ყურადღებით მოისმინეთ ნათქვამი, დიდი შიშით, რადგან, თუ ჩვენ, როცა მიწიერ მოსამართლეს ვხედავთ, რომელიც მაღალ ადგილას ზის, განსასჯელთ შუაში გამოიყვანს, სცემს და სჯის, არამცირე შიშით ვდგავართ და გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს მოსამართლე და რას პასუხობს დამნაშავე, მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ახლა, როცა ბუნების შემოქმედს ვხედავთ, თავის ქმნილებებზე სასამართლოს რომ ახორციელებს. თუ ყურადღებით მოისმენთ, დაინახავთ, რა განსხვავებაა ღვთის კაცთმოყვარეობასა და ადამიანთა სისასტიკეს შორის მოყვასთა მიმართ. „და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ" ()? თავად ეს კითხვა გაიძულებს, გაოცდე ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოუხმო, არამედ იმის გამოც, რომ თავად მოუხმო, რასაც ადამიანები თანასწორ და თანაბუნებიან მოყვასთა მიმართ არ აკეთებენ. თქვენ იცით, რომ როცა...

სრულად ნახვა
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

...** (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება! ეკითხება არა იმიტომ, რომ არ იცის; არა, ის კაინთანაც ისევე მოიქცა, როგორც მის მამასთან: არაფერი გვიშლის ხელს, კვლავ ვთქვათ ამის შესახებ. მართლაც, როგორც იმას (ადამს), სირცხვილით თავს მალავს რომ ხედავდა, ეკითხებოდა: „სადა ხარ?" (), არა უცოდინრობით, არამედ სურდა მისი გამხნევება, რათა ცოდვის აღსარებით თავისი შეცოდება განებანა (მისთვის ხომ თავიდანვე და დასაწყისიდანვე ჩვეულია ჩვენგან ცოდვათა აღსარება მოითხოვოს და მიტევება მოანიჭოს), — ისე ახლაც კაინს ეკითხება და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" კაცთმოყვარე მეუფე არმცოდნეობის სახეს იღებს იმიტომ, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი კითხვით ცოდვის აღსარებისკენ წაქეზოს, და, რომ მან გარკვეული მიტევება და კაცთმოყვარეობა მიიღოს. „სადა არს ძმაჲ შენი, აბელ?" მაშ, რას (ამბობს) უგუნური, უგრძნობი, ჯიუტი და უსირცხვილო? მას უნდა დაეფიქრებინა, რომ არა არმცოდნეობით ეკითხებოდა, არამედ იმისთვის, რომ მისგან აღსარება მოესმინა და ჩვენთვისაც ესწავლებინა, საქმის გარჩევამდე ჩვენი ძმების მიმართ განაჩენი არ გამოგვეტანა; უნდა დაეფიქრებინა უფლის მზრუნველობაზე, — როგორ ინდომა მისი ჩანაფიქრისგან შეჩერება და, სულის განზრახვის მცოდნე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.

ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს ამას, რომელი კაც იქმნა ჩუენთჳს? ვინაჲთგან მამაჲცა, რომელი უჴორცოჲ არს და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი ჟამსა თჳსსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი“ (24,45-47).:

...ესე იტყჳს: „ვინ-მე არს მონაჲ იგი“? ნუუკუე სთქუა, თუ ამასცა უმეცარ არსა? ნუ იყოფინ! ამას არცა თუ სრულიად განცჳბრებულნი იტყჳან. ანუ ოდეს-იგი იტყოდა ლაზარესთჳს, „სადა დასდევითო“; და კუალად მამისათჳსცა იპოვებიან ესევითარნი სიტყუანი, რამეთუ მან თქუა: „ადამ, სადა ხარო“; და კუალად იტყჳს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.

ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.

ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად განჩინებისა, ვიდრე არა კეთილად ზედამივიწინეთ საქმესა მას საძიებელსა. ხოლო იგავსა მას შინა სახარებისასა - რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თანაედ...

სრულად ნახვა