საკმაოდ ვრცლად, ჩანს, ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ძალისამებრ, ხეზე და თქვენთვის, საყვარელნო, გიჩვენეთ ის მიზეზი, რის გამოც საღვთო წერილმა მას შეცნობის ხე უწოდა, კეთილისა და ბოროტის. ამიტომ დღეს მინდა მომდევნოზე გადავიდე, რათა იცოდეთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, თუ რა მოწყალება გამოიჩინა ჩვენი მოდგმისადმი მზრუნველობის გამო. ნამდვილად, მან ყოველივე ისე მოაწყო და წარმართა, რომ მის მიერ შექმნილი გონიერი ქმნილება სრული პატივით სარგებლობდა და ცხოვრებით ანგელოზებს არაფრით ჩამორჩენოდა, არამედ სხეულშივე მათი უვნებობა შეეძინა. როცა კი იხილა, რომ ორივემ (პირველმშობელმა) თავისი უზრუნველობით მისი მცნება დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მუქარით დაიცვა ისინი, ამის შემდეგაც არ შეწყვიტა თავისი კაცთმოყვარეობა, არამედ ერთგული დარჩა თავისი სახიერებისა. როგორც შვილთმოყვარე მამა, რომელიც ხედავს, რომ მისმა შვილმა უზრუნველობით საკუთარი კეთილშობილებისთვის უღირსად მოიქცა და პატივის სიმაღლიდან უკიდურეს სიმდაბლეში დაეცა, მხურვალე მამობრივი სიყვარულის გრძნობით, არ ტოვებს მას ამ მდგომარეობაში, არამედ ისევ ასრულებს თავის მოვალეობას და...
დაბადებისა 3:8
7. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი.8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?
დაბადებისა თავი 3