ხედავ, როგორ წაიყვანა ეშმაკმა დედაკაცი ტყვედ, როგორ წაიტაცა მისი გონება და აიძულა საკუთარ ღირსებაზე მეტი წარმოედგინა, რათა, ცარიელი იმედებით გატაცებული, უკვე ბოძებულიც კი დაეკარგა! „და მიმღებელმან", — ნათქვამია, — „დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს" (). რა ქენი, დედაკაცო? ეს დამღუპველი რჩევა მიიღე და არათუ ღვთისგან მოცემული რჯული დათრგუნე და მცნება დაარღვიე, და ისეთ გაუმაძღრობამდე მიხვედი, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი ნაყოფით ვერ დაკმაყოფილდი, არამედ კიდევ იმ ერთადერთი ხიდანაც გაბედე გემოვნება, რომლის შეხებასაც მეუფემ აგიკრძალა, გველის სიტყვები დაიჯერე, მისი რჩევა შემოქმედის მცნებაზე მეტად სანდო მიიჩნიე და ასეთ ცთუნებას მიეცი, რომ გამართლების ღირსიც აღარ ხარ. განა რჩევის მიმცემი შენი ბუნების იყო? ეს დაქვემდებარებულთაგანი იყო, მონათა რიცხვიდან, შენი ხელმწიფების ქვეშ მყოფი. რისთვის შეარცხვინე ასე თავი და, იმას მიატოვე რა, ვისთვისაც ხარ შექმნილი, ვის შემწედაც ხარ წარმოშობილი, ვის...
დაბადებისა 3:7
6. და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად. და მიმღებელმან დედაკაცმან ნაყოფისაგან ჭამა და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა და ჭამეს.7. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი.8. და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა.
დაბადებისა თავი 3