მაგრამ მოვისმინოთ, რას პასუხობს ეშმაკს. როცა გველმა თქვა: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა", დედაკაცი ეუბნება: „ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ" (). ხედავ, რა ვერაგობაა? ის თქვა, რაც არ ყოფილა, რათა მას საუბარში ჩაეთრია და გაეგო, რა იყო (სინამდვილეში ნათქვამი). დედაკაცმა, მისადმი კეთილგანწყობილს როგორც ენდო, მთელი მცნება გაუმხილა, ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო და თავისი პასუხით ყოველგვარი გამართლება წაართვა თავის თავს. მართლაც, რა შეგიძლია, დედაკაცო, თავის გასამართლებლად თქვა? „თქუა ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა". შენ უნდა მობრუნებულიყავი მისგან (ეშმაკისგან), როგორც (სიმართლის) საწინააღმდეგოს მთქმელისგან, და გეთქვა: წადი, შენ მატყუარა ხარ, არ იცი არც მოცემული მცნების ძალა, არც ჩვენი სარგებლობის სიდიადე, არც (ღვთის) ნიჭთა სიუხვე. შენ ამბობ, თითქოს ღმერთმა ბრძანა, რომ არცერთი სამოთხის ხიდან არ...
დაბადებისა 3:5
...ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა"**. ხედავ, რა მარტივი სიტყვებია? ეს ყოველივე ღვთისთვის შესაფერისად გავიგოთ. ამ სიტყვებით (წერილი) იმ მოტყუებას გვახსენებს, რომლითაც ეშმაკმა გველის მეშვეობით (პირველი ადამიანები) მოატყუა. ეშმაკმა უთხრა მათ, რომ „რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი... იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი" (), და ისინი, ღმერთის თანასწორობის იმედით, გემოს გასინჯვა გაბედეს; ამიტომ ღმერთიც, სურს რა მათი გამოფხიზლება, ცოდვის შეგნებამდე მიყვანა და ურჩობის სიდიდისა და მოტყუების ზომაზე მეტობის ჩვენება, ამბობს: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი". ეს სიტყვები დიდ შერცხვენას გამოხატავს, რომელიც დამნაშავეს უნდა დაეცეს. იმიტომ, ამბობს ღმერთი, უგულებელყავი ჩემი მცნება, რომ ღმერთის თანასწორობა წარმოიდგინე? აი, ის გახდი, რაც იმედი გქონდა, ანდა უფრო სწორად — არა ის, რაც იმედი გქონდა, არამედ ის, რისი ღირსიც გახდი: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა". სწორედ ეს ეუბნებოდა მათ გველის მეშვეობით ეშმაკი — მაცდუნებელი: „განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (). **„და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორე...
...ნთვის ეჩვენებინა, რომ კითხვა (ცოლისა და ქმრისადმი) არა უცოდინრობით იყო ნაკარნახევი, ღმერთი კმაყოფილდება მათი ნათქვამით. ცოლმა, როცა თქვა: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე", ამით მიუთითა იმ დამღუპველ შთაგონებაზე, რომელიც ეშმაკისგან გველის მეშვეობით მიიღო, ესე იგი, რომ გემოვნების შემდეგ „იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (). ნახეთ, რა ზედმიწევნითობით იყო გამოკითხული ადამი? რა მოწყალებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში ცოლიც? როგორ იმართლებდნენ ორივენი თავს? შეხედეთ ახლა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის სიჭარბესაც, მოსამართლისას. როცა ცოლმა თქვა: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე", (ღმერთი) გველს პასუხის ღირსადაც არ აცხადებს, გამართლების საშუალებას არ აძლევს და არ ეკითხება, როგორც (ეკითხა) ქმარსა და ცოლს; არამედ, მათი გამართლება მიღებული, თავს ესხმის მას, როგორც ყოველი ბოროტების დამნაშავეს. და, რადგან ღმერთმა, ყოვლისმცოდნემ და დაფარულის გამცნობმაც, იცოდა, რომ გველი ეშმაკის მზაკვრობისა და ბოროტების იარაღი იყო ადამიანის წინააღმდეგ, რათა შენ შეგეცნო მისი სახიერება ადამიანთა მიმართ, რომლის მიხედვითაც, ეს ყოველივე რომ იცოდა, ერთს ეუბნებოდა: „სადა ხარ? ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ?" — მეორეს კი: „რაჲ ვსე ჰყავ?" — ასე არ იქცევა მზაკვარი ამ მხეცის მი...
...დ, ვითარმედ ვინაჲ იწყო კერპთმსახურებამან, ამიერ ისწავე, რამეთუ, ვითარ-ესე აწ პავლეს და ბარნაბაჲს ზორვად განემზადებოდეს, ეგრეთვე ყოველნივე იგი ძველნი სცთებოდეს მიზეზითა რაჲთმე ღმრთად შერაცხვად მოკუდავთა კაცთა, რამეთუ ამისდა ქმნად დასაბამსავე ჴელ-ყო ეშმაკმან, ოდეს-იგი ევას ეტყოდა, ვითარმედ: "იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (), რაჲთა ზუაობისა მიერ დასცეს კაცი, მითვე ვნებითა, რომლითა თჳთ გარდამოვარდა ზეცით. და დაღაცათუ ადამ და ევა ვერ კერპთმსახურ ყვნა, არამედ უკუანაჲსკნელ წარმართთა დაარწმუნა საცთური მრავალ-ღმრთეებისაჲ, რაჲთა რაჲცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ თჳსსა ყოს, და ახალნი ღმერთნი მოიპოვნენ ძუელთა ზედა, და საქმეთა მსგავსებისაგან უწოდდენ სახელთაცა, ვითარ-ესე აწ ბარნაბას შუენიერებისათჳს პასაკისსა უწოდეს დიოს, რამეთუ კერპი დიოჲსი შუენიერ არს ხატითა, ხოლო პავლეს — ერმით, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ ყოველგან მას ადგილ-სცემდა ბარნაბა სიტყჳსა ყოფად. და ერმი მეტყუელთბისათჳს განთქუმულებითა აღემართა კერპად, რამეთუ თჳთ კერპსაცა მისსა ფრთოვნად და დაუბერებელად შეიქმან. რამეთუ არაჲ არს უმალეს გინა დაუძუელებელ უფროჲს სიტყჳსა. და თჳთ სახელიცა ერმისი მეტყუელობისაგან ეწოდა, რამეთუ "ერი" თქუმად გამოითარგმანების ელენთა ენისაგან.
ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამ...
....
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზედაჲსზედა შეასმენდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისა მიერ არსო“, ამისთჳს ეტყჳს მათ: ეგეცა ზრახვაჲ ეშმაკისაჲ არს, რამეთუ მან შვა ტყუვილი პირველ და თქუა, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამოთ ძელისა მისგან, განგეხუნენ თუალნი თქუენნი“. ამან იჴმარა ტყუვილი პირველვე, რამეთუ კაცნი არა ვითარცა თჳსსა საქმესა იქმან, რაჟამს ტყუოდიან, არამედ რაჟამს იგი ტყუოდის, თჳსსა საქმესა იქმს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი“ (8,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმჱ ესე? თჳნიერ მიზეზისა მოკლვაჲ ჩემი გნებავს, რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ხართ ჭეშმარიტებისანი, ამისთჳს მდევნით მე. თუ არა, მითხართ მე აუგი ჩემი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ (8,46). ხოლო იგინი იტყოდეს: „ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ“. და ვითარ? რამეთუ მრავალნი სიძვისაგან შობილ იყვნეს, რამეთუ არა იქმოდეს ჯეროვანთა ქორწინებათა. გარნა თავადმან ესეცა არა ამხილა, არამედ ერთსა მას სიტყუასა ზედა ეგო, რამეთუ ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ არა ღმრთისაგანნი იყვნეს, არამედ ეშმაკისაგანნი საქმეთა მათთათჳს, რამეთუ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისაგანი არს, და ტყ...
...ფარისეველთა, მათთა მათ გონებათა შემსგავსებულად, ვითარცა-იგი წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვი-თარცა ერთი ჩუენგანი“, ბრალობისა და ბასრობისა სახედ; ვინაჲთგან ეშმაკმან გუელისა მიერ ეგრეთ აღუთქუა ევას, ვითარმედ: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“, აბრალებს მათ ღმერთი ესევითარისა ამის სიტყჳსა სახითა და იტყჳს: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი“; ვითარმცა იტყოდა: ეჰა უგუნურებაჲ ადამისი, რომელიღა საქმე ჰრწმენა გუელისაგან! - რაჲთამცა გემოჲს-ხილვითა მით იქმნა ღმერთ. და კუალად ფსალმუნსა შინა წერილ არს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“, - საკდემელად უგუნურისა მის ერისა; ვითარმცა ეტყოდა, თუ: რასა ჰგონებთ, შემემშიამცა? ანუ ჭამადი საჴმარ არს ჩემდა? ჵ უგუნურნო და ცოფნო! ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა, ვინაჲთგან უგუნურნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი მართალ ჰგონებდეს თავთა თჳსთა და აბრალებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს მეზუერეთა და ცოდვილთა შეწყნარებისათჳს და მათისა მიახლებისათჳს, ამხილა პირველად სახითა ბუნებითითა და მერმე წამებითა წერილთაჲთა, და აწ კუალად გონებისა მათისაებრ კდემისა და ბასრობისა სახედ ჰრქუა: „არა მოვედ წო...
...ს მტერი დასაბამად: „უკუეთუ ძჱ ხარ უფლისაჲ“? რაჲ-იგი პირველთა მათ კაცთა ზე ქმნა, მასვე ჰბრძავს აქა ქმნად, რამეთუ ვითარცა მაშინ შეასმინა ღმერთი მათა მიმართ და ჰრქუა: „იცოდა ღმერთმან, რამეთუ რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, აღგეხილნენ თუალნი თქუენნი და იყვნეთ თქუენ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ არარაჲ კეთილი უყო მათ ღმერთმან, არამედ აცთუნნა და არაარსი ამცნო, ეგრეთვე აქა ესევითარსავე გულისსიტყუასა მოასწავებს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: გამოაჩინე და საქმით დამარწმუნე, უკუეთუ გაქუს ძალი შემსგავსებული ძესა ღმრთისასა. უკუეთუ არა, ცან, ვითარმედ ცუდად გიწოდა ძედ საყუარელად და გაცთუნა, აღგითქუა რაჲ ესევითარი იგი ნიჭი და არა მოგცა. უკუეთუ კულა მიუცემიეს, საქმით გულსავსე-მყავ. ესევითარი ჴელოვნებაჲ იჴმარა მზაკუვარმან მან და საძაგელმან, ბოროტმან მან მონამან და განდგომილმან, რაჲთამცა ცნა, თუ ნანდჳლვე იგი არს ძე ღმრთისაჲ, რამეთუ განგებულებითა ღმრთისაჲთა დაეფარა მას საქმე იგი დიდებული და საღმრთოჲ. ამისთჳს ღონის-ძიებით მოიპოვნა სიტყუანი იგი და წამებაჲ წერილთაგან მოიღო სიტყჳსა თჳსისა დასამტკიცებელად. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე არავე შეჰრისხნა, არცა დაწუა ცეცხლითა გულისწყრომისა მისისაჲთა, რამეთუ ენება...