მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:24

23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.
დაბადებისა თავი 3
24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიცოცხლის ხე და ქერობინთა მცველობა (3:24):

ხოლო თუ ცნობისმოყვარეთაგან ვინმე იკითხავს, რატომ ეწოდა მას სიცოცხლის ხე, იცოდეს, რომ ადამიანს, საკუთარ მსჯელობას მიყოლილს, ღვთის ყველა საქმე ნათლად ვერ ესმის. რათა მის მიერ შექმნილ ადამიანს, სამოთხეში მცხოვრებს, მორჩილებისა თუ ურჩობის გასავარჯიშო ჰქონოდა, უფალს სათნო ეჩინა ორი ხე დაენერგა: ერთი — სიცოცხლისა, მეორე — ასე ვთქვათ, სიკვდილისა, რადგან ამ უკანასკნელის გემოს გასინჯვამ და მცნების დარღვევამ ადამიანს სიკვდილი მოუტანა. ვინაიდან ადამიანი, რომელმაც ამ ხის ნაყოფი იგემა, მოკვდავი გახდა და ხორციელ საჭიროებებს დაექვემდებარა, ვინაიდან პირველად ცოდვა გამოჩნდა, რომლისთვისაც უფალმა კეთილად სიკვდილი დააწესა, ადამს სამოთხეში არ ტოვებს, არამედ მის გასვლას ბრძანებს, ამით იმას გვიჩვენებს, რომ ამას სხვა არაფრის, არამედ მხოლოდ ადამიანისადმი სიყვარულის გამო აკეთებს. რათა ეს ზუსტად გავიგოთ, საჭიროა საღვთო წერილის სიტყვები კვლავ წავიკითხოთ: „და აწ, — ამბობს, — ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე". ვინაიდან, ამბობს, ადამიანმა მოცემული მცნების მიმართ დიდი თავშეუკავებლობა გამოამჟღავნა და მოკვდავი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის