მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:23

22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.
დაბადებისა თავი 3
23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ფუფუნება და სამოთხიდან განდევნა (3:22-23):

ესმოდეს ეს მდიდრებს, რომლებიც ჭიის ქსოვილებით ირთვებიან და აბრეშუმში იცმევიან, და იცოდნენ, როგორ ამოძღვრიდა კაცთმოყვარე მეუფე ადამიანურ ბუნებას თავიდანვე. ვინაიდან პირველქმნილმა მცნების დარღვევით სიკვდილის განაჩენი დაიმსახურა, ამავდროულად სამოსელი სჭირდებოდა, რომელიც სირცხვილს დაუფარავდა; (ღმერთმა) ტყავის სამოსელი შეუქმნა; ამით გვასწავლა, რომ თავი ავარიდოთ ფუფუნებასა და ნებიერ ცხოვრებას, უსაქმურობა და უზრუნველობა არ ვეძიოთ, არამედ მკაცრი ცხოვრება ვირჩიოთ. მაგრამ, შეიძლება, მდიდრებმა, ამ სიტყვებით აღშფოთებულმა, თქვან: მაშ, რას გვიბრძანებ? ტყავის სამოსელი ჩავიცვათ? არ ვამბობ ამას, რადგან პირველმა ადამიანებმაც ის სამოსელი არა სამუდამოდ მიიღეს; კაცთმოყვარე მეუფე წინანდელ კეთილმოქმედებებს მუდამ ახლებს უმატებს. ვინაიდან პირველმა ადამიანებმა, ის უვნებობა და ანგელოზური ცხოვრება რომ დაკარგეს, ხორციელ საჭიროებებს დაექვემდებარნენ, ღმერთმა შემდგომში ისე მოაწყო, რომ ადამიანთა სამოსელი ცხვრის მატყლისგან მზადდებოდა, თუმცა არა სხვა რისთვისმე, არამედ მხოლოდ საფარველად ემსახურებოდა, რათა ამ გონიერ არსებას პირუტყვთა მსგავსად შიშველობასა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის